—

აქცია და დაპირისპირება რუსთავი-თბილისის გზაზე

16
აქცია და დაპირისპირება რუსთავი-თბილისის გზაზე
მოსასმენად დააჭირეთ

ამ წუთებში, ხმაურია თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სადაც ფონიჭალის მოსახლეობა აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 1200-მდე ოჯახს სამი დღეა ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

ისინი ადგილზე კომპანია ,,თბილისი ენერჯის" წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ.

ადგილობრივ მოსახლეობას ავტობანი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა, რამაც აქციის მონაწილეებსა და ავტომობილების მძღოლებს შორის, რომლებიც აღნიშნული გზით სარგებლობდნენ, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

ადგილზე სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს, ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე გადაადგილება აღდგენილია.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →