—

ირაკლი კობახიძე - ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ლარის კურსი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს

16
ირაკლი კობახიძე - ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ლარის კურსი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს
მოსასმენად დააჭირეთ

ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ლარის კურსი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის პირობებში ლარზე ზეწოლა დიდია, თუმცა საპასუხო ზომები წინასწარ არის მიღებული.

„მთლიანობაში ლარზე ზეწოლა არის ძალიან დიდი, მაგრამ ბიუჯეტშიც იყო ასახული საპასუხო მექანიზმებისთვის შესაბამისი რესურსები, აქედან გამომდინარე, წინასწარ თადარიგი არის დაჭერილი. დანარჩენი არის ეროვნული ბანკის საქმე. მთავრობაც იქნება ჩართული ბუნებრივია, ამ საქმეში და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კურსი იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული. ზეწოლა არის დიდი გამომდინარე საერთო ეკონომიკური პრობლემებიდან, რაც შექმნა პანდემიამ, თუმცა საპასუხო ზომებიც წინასწარ არის მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ საგარეო ვალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარეო ვალის გაზრდის ერთადერთი მიზეზი პანდემიაა.

„თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მათ შორის განვითარებული დასავლური ქვეყენების პრაქტიკას და იქაც შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად, გერმანიას რამდენი ვალი აქვს აღებული მარტო პანდემიის გამო. სამწუხაროა, რომ ასეთ სიტუაციაშიც ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას თემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →