—

თამარ გაბუნია - კორონავირუსზე ტესტირების გაფართოება იგეგმება, ყოველდღიურად ოცი ათასი ტესტი მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად სწრაფად გამოვლინდეს ინფიცირების შემთხვევები და გაწყდეს გადაცემის ჯაჭვი

18
თამარ გაბუნია - კორონავირუსზე ტესტირების გაფართოება იგეგმება, ყოველდღიურად ოცი ათასი ტესტი მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად სწრაფად გამოვლინდეს ინფიცირების შემთხვევები და გაწყდეს გადაცემის ჯაჭვი
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იგეგმება კორონავირუსზე ტესტირების გაფართოება. მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტირებაში ჩაერთვებიან ტაქსის მძღოლებიც.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ტესტირების გაფართოება საშუალებას მისცემთ, მაქსიმალურად სწრაფად გამოვლინდეს ინფიცირების შემთხვევები და გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს.

„ტესტირებების გაფართოება იგეგმება. მომდევნო ორი კვირა და საერთოდ იანვრის ბოლომდე, არის აქტიური ტესტირების პერიოდი. ოცი ათასი სამიზნე, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს გამოვლენა, რა თქმა უნდა, ძალაშია. ამ ჯგუფებს დაემატა ტაქსის მძღოლების ჯგუფი, რომელთათვისაც აქტიური კამპანია დაიწყო უკვე დღეიდან და მათი ტესტირებაც მოხდება ყველა იმ ჯგუფთან ერთად, ვინც ჩართული იყო აქამდე პროგრამაში. ასევე მოეწყობა სპეციალური ტესტირების დამატებითი წერტილები, მაგალითად, აგრარულ ბაზრებში დასაქმებული მოვაჭრეებისთვის, ასევე სხვა პირებისთვის, ვინც რაიმე მიზეზის გამო შესაძლოა, ვერ ახერხებს ამბულატორიაში მისვლას და ურჩევნია, გაიტესტოს მუნიციპალურ საკუთრებაში მყოფ რომელიმე დაწესებულებაში, რაც მისთვის გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნება.

ამდენად, ვფიქრობთ, ოცი ათასი ტესტი ყოველდღიურად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოვლინდეს ინფიცირების შემთხვევები და ამ გზით გაწყდეს გადაცემის ჯაჭვი. პირველ იანვარს გამოიცა ამის შესახებ მინისტრის ბრძანება, რომელმაც განსაზღვრა დამატებითი ჯგუფები, მათ შორის მოვაჭრეები, მტაქსის მძღოლები, სხვა ჯგუფები უკვე განსაზღვრული იყო. ეს აქციები დაწყებულია და უკვე ამ მომდევნო კვირაში გვექნება მოცვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →