—

თამარ გაბუნია - სავაჭრო ობიექტებში წესები კარგად იყო დაცული, მასთან დაკავშირებული რისკები მინიმალურია

18
თამარ გაბუნია - სავაჭრო ობიექტებში წესები კარგად იყო დაცული, მასთან დაკავშირებული რისკები მინიმალურია
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ზოგადად, გაზრდილი მობილობა პირდაპირ უკავშირდება კორონავირუსის შემთხვევების მატებას. გაბუნიას თქმით, დაახლოებით იანვრის შუა რიცხვებისთვის…

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ზოგადად, გაზრდილი მობილობა პირდაპირ უკავშირდება კორონავირუსის შემთხვევების მატებას. გაბუნიას თქმით, დაახლოებით იანვრის შუა რიცხვებისთვის კორონავირუსის ახალი შემთხვევების გარკვეული ზრდა მოსალოდნელია.

მისივე განმარტებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი მნიშვნელოვანწილად შემცირებული ტესტირებით იყო განპირობებული.

ამასთან, გაბუნია აღნიშნავს, რომ სავაჭრო ობიექტებში წესები კარგად იყო დაცული და მასთან დაკავშირებული რისკებიც მინიმალურია.

„მობილობის გაზრდის მოლოდინი, რა თქმა უნდა, გვქონდა და როგორც იცით, მობილობა პირდაპირ უკავშირდება ეპიდემიის, კორონავირუსის შემთხვევების ზრდას. ამდენად, გარკვეული მატება, დაახლოებით, ერთი-ორი კვირის შემდეგ მოსალოდნელია, იანვრის შუა რიცხვებისთვის მატება იქნება იმასთან შედარებით, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო შემცირებული ტესტირებით, სამიდან ოთხი ათასამდე შუალედში იყო ჩატარებული ტესტების რაოდენობა. ამ კვირაში, უკვე დღეიდან მაღალი აქტივობა შეინიშნება ტესტირების წერტილებში, ბევრი მოქალაქე მიმართავს ამ წერტილებს და, გარკვეულწილად, გამოვლენაც გაიზრდება, თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს არის რეალურად მატება, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს აქტიურ სტუმრიანობას, ან სავაჭრო ობიექტებში აქტივობას, კარგი იყო ის, რომ ამ პერიოდში სავაჭრო ობიექტებში წესების დაცვა კარგად ხორციელდებოდა, მასთან დაკავშირებული რისკები არის მინიმალური. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებში სტუმრიანობის დროს თუ ნიღაბი არ გვიკეთია და დისტანციაც დაცული არ არის, ეს შესაძლოა, გარკვეულწილად გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →