—

ძმისშვილმა ბიძა დაჭრა

19
ძმისშვილმა ბიძა დაჭრა
მოსასმენად დააჭირეთ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ძმისშვილმა ბიძა დაჭრა.

InterPress.ge-ს ინფორმაციით, ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცს მრავლობითი ჭრლობები სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, ბიძასა და ძმისშვილს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც, 23 წლის მამაკაცმა ბიძას მუცლის არეში ესროლა.

ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაჭრილი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების მორიგე ექიმმა ლალი ღირსიაშვილმა განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →