—

საქართველოში 4-5 იანვარს უნალექო ამინდი შენარჩუნდება

16
საქართველოში 4-5 იანვარს უნალექო ამინდი შენარჩუნდება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 4-5 იანვარს უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე 4-5 იანვარს გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი და ჰერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით 17-19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

„მთიან რაიონებში მოსალოდნელია 10-15 და მაღალ მთაში 5-10 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლებელია, ღრუბლიანობამ მოიმატოს, ზოგან აღინიშნოს ნისლი და ჰაერის მაქსიმალური ტმეპერტურა 7-12 გრადუსი იქნება. ახალაქალაქი ბაკურიანის მიდამოებში 5-10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო, ღრუბლიანი ამინდებია მოსალოდნელი და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-10 გრადუსის ფარგლებში იქნება. დასავლეთიდან შედარებით სითბო რომ შემოდის სიცივეში, კონტრასტია და ეს ნისლს იწვევს“, – განუცხადა დოდო გვაზავამ საქართველოს პირველ არხს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამსმთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდათბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუყველა სიახლე →