—

6 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

158
6 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება
მოსასმენად დააჭირეთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალი წლის ღამით ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +10, მთაში -3, +2, მაღალმთაში -7 ,-2, აღმოსავლეთ საქაართველოს ბარში -5, 0, მთაში -8, -3, მაღალმთაში -10, -5 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამით -1, +1, ხოლო 1-2 იანვარს დღის საათებში +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამსმთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდათბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუყველა სიახლე →