—

საქართველომ შესაძლოა სამხედრო დრონები აწარმოოს

23
საქართველომ შესაძლოა სამხედრო დრონები აწარმოოს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანას აქვს საჭირო ბაზა სამხედრო დრონების წარმოების დასაწყებად.

მისივე თქმით, სამინისტროს სურს, ადგილზე მოსინჯოს ძალები სამხედრო დრონების საწარმოებლად. მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყანას ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქარხანა.

"მსოფლიოში სულ 20-მდე ქვეყანა აწარმოებს თვითმფრინავებს. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ერთ დროს იყო თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. დანაშაულია ქარხანა „თბილავიამშენის“, რომელიც „დელტას“ მენეჯმენტის ქვეშაა, და ქვეყნის ასეთი პოტენციალის არგამოყენება. სწორედ ამ ბაზაზე და იმ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებიც იქ მუშაობენ, შეიძლება დრონების წარმოება," - განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →