—

პრემიერი - თითოეულ მოქალაქეს მინდა მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის

23
პრემიერი - თითოეულ მოქალაქეს მინდა მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

თითოეულ მოქალაქეს მინდა მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთავში კომპანია "ქართლი ტექსტილის" ახალი საწარმოს…

თითოეულ მოქალაქეს მინდა მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთავში კომპანია "ქართლი ტექსტილის" ახალი საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, რაც უფრო მეტი ადამიანი ატარებს პირბადეს, მით უფრო მეტი სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ და სწრაფად აღდგება ქვეყნის ეკონომიკა.

„ყველამ უნდა შევამჩნიოთ ის მიღწევები, რაც გვაქვს. მაგალითად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად შევძელით და ინფიცირების რაოდენობა ჯერ დავასტაბილურეთ და შემდეგ ქვემოთ წამოვიყვანეთ. თითოეულ მოქალაქეს მინდა მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის, რამაც შესაძლებლობა მოგვცა და დღეს დღეში 1000-1500 ინფიცირებული გვყავს, როდესაც 1 თვის წინ ეს რიცხვი 5 000-ს უახლოვდებოდა. ყველას უნდა გვესმოდეს ის კავშირი, რომელიც მარტივი წესების დაცვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შორისაა. მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორებს, ასევე მინდა მოვუწოდო, უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა. პოსტ-კოვიდური ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საქართველოში ნებისმიერი საქონლის სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით ნივთის მიღება, ამიტომ როგორც მთავრობამ, ასევე ბიზნესმა ყველაფერი უნდა გადავახალისოთ“,-აღნიშნა პრემიერმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →