—

ზაალ უდუმაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც

19
ზაალ უდუმაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც
მოსასმენად დააჭირეთ

​ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუას და ყველა იმ პირს, რომელიც ასეთი ჩვენების საფუძველზე იმყოფება დღეს ციხეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ…

​ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუას და ყველა იმ პირს, რომელიც ასეთი ჩვენების საფუძველზე იმყოფება დღეს ციხეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან დღეს ასეთი პრაქტიკა დანერგა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ყველა დაკავებულის მთავარი მოწმე არის პოლიციელი, ორი პოლიციელი, რომლებსაც ერთმანეთისგან გადაწერილი ჩვენებები აქვთ. ამის საფუძველზე ხდება პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ და არა მარტო პოლიტიკური ლიდერების საქმის აღძვრა. რაც შეეხება რურუას საქმეს, ყველამ იცის, რომ ეს იყო შეკერილი საქმე, მას ჩაუდეს იარაღი, რათა ციხეში გამოეკეტათ და ბუნებრივია, საკონსტიტუციოს ეს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც და ყველა იმ პირს, რომელიც ასეთი ჩვენების საფუძველზე იმყოფება დღეს ციხეში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ უმეტეს ნაწილში გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიციები და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →