—

ილჰამ ალიევი: არავინ მოგვცეს მითითებები, ყველამ საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს მიხედოს

109
ილჰამ ალიევი: არავინ მოგვცეს მითითებები, ყველამ საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს მიხედოს
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს აზერბაიჯანელი ხალხი უსაფრთხოებისა და სიმშვიდის პირობებში ცხოვრობს.

InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ახალი აზერბაიჯანის პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, ეს დღევანდელ მსოფლიოში შეიძლება დიდ სიმდიდრედ ჩაითვალოს:

„რადგან დღეს, თუ მსოფლიოს რუკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ძალიან ცოტა ხალხი და ქვეყანაა, რომელიც აზერბაიჯანელი ხალხის მსგავსად სტაბილურობის, სიმშვიდისა და მშვიდობის პირობებში ცხოვრობს. ეს ჩვენი რეალობაა. ამიტომ უსაფრთხოების ზომები მუდმივად უნდა იყოს დღის წესრიგში“.

ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით რაიმე სახის რისკები არ არსებობს — არც ფიზიკური, არც იდეოლოგიური და არც სხვა სახის. მისი თქმით, ყველა რისკი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყალიბდება:

„რაც უფრო ძლიერდება აზერბაიჯანი, რაც უფრო აქტიურ, ღია და დამოუკიდებელ პოლიტიკას ვატარებთ და ჩვენსკენ ნასროლ თითოეულ ისარს ათ ისარს ვუბრუნებთ, მით უფრო გაიზრდება ჩვენზე მიმართული ზეწოლა. აი, დღეს ჩვენ ჩვენს წინააღმდეგ მიმართულ არც ერთ დარტყმას უპასუხოდ არ ვტოვებთ. ერთ დარტყმას შესაძლოა ორი, ხუთი ან ათი დარტყმით ვუპასუხოთ, რათა ყველამ თავის ადგილზე იჯდეს, ჩვენს საქმეებში არ ჩაერიოს, ჩვენს ცხოვრების წესში ცხვირი არ ჩაყოს და ჩვენთვის გზის ჩვენება არ დაიწყოს. ყველამ საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს მიხედოს. დღეს აზერბაიჯანის რეალობა ისეთია, რომ ჩვენ მრავალი ქვეყნისთვის მაგალითი გავხდით. ამიტომ რისკებთან დაკავშირებით — როგორც ფიზიკურ, ისე იდეოლოგიურ რისკებთან მიმართებით — სერიოზული ზომები მიიღება და მომავალშიც იქნება მიღებული“.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress.ge

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →