აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამძიმრის განცხადება გაავრცელა.
InterPress.ge-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში აფეთქების შედეგად ახლობლების დაკარგვის გამო ოჯახებს ღრმა მწუხარებას უცხადებს და აცხადებს, რომ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების გვერდითაა.
„თბილისში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ.
ახლობლების დაკარგვის გამო ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ. ჩვენი ფიქრები ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანთანაა.
დაშავებულებს მალე და სრულად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, — ნათქვამია განცხადებაში.
