1 USD =3.22 GEL 1 EUR =3.814 GEL 1 AZN =1.894 GEL 1 TRY =0.405 GEL 1 RUB =4.217 GEL
15 
ოქტ
2020
11:49
6

მარინა ენდელაძე - კოვიდინფიცირებული პაციენტების გაზრდილ რაოდენობას ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება, ქვეყანაში შესაბამისი რესურსი არსებობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების შემდეგ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა კოვიდინფიცირებული პაციენტების გაზრდილ რაოდენობას უმკლავდება.

„აღარ არის ის ეტაპი, როცა პირბადის გამოყენება მხოლოდ სოციუმებში იყო რეკომენდებული, პირბადით უკვე ქუჩაშიც უნდა ვიაროთ. შესაძლოა, ახლო კონტაქტი მოგვიწიოს ინფიცირებულთან, ამდენად, რეგულაციების დაცვა აუცილებელია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ვხედავთ, ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება პაციენტების გაზრდილ რაოდენობას. ბევრ პაციენტთან მაქვს შეხება და უკმაყოფილო ინფიცირებული არ გვყოლია. ჯერჯერობით არის რესურსი და ალბათ, იქნება კიდეც, რომ ინფექციას გავუმკლავდეთ. სერიოზული კოორდინირებული მუშაობა მიმდონარეობს. სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები ამ საქმეში ჩართული არიან“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ჩვენთან დაგიკავშირდებით



ჟურნალისტი

InterPress

სხვა "საზოგადოება" ამბები