1 USD =3.212 GEL 1 EUR =3.776 GEL 1 AZN =1.891 GEL 1 TRY =0.407 GEL 1 RUB =4.133 GEL
15 
ოქტ
2020
11:48
8

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 366 თბილისში, 286 აჭარაში, 104 კი იმერეთში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისს, 286 აჭარას, 104 კი იმერეთს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„366 ახალი შემთხვევა გვაქვს თბილისში, 286 აჭარაში, იმერეთში- 104, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 57, ქვემო ქართლში – 44, შიდა ქართლში – 21, კახეთსა და გურიაში – 13-13, მცხეთა მთიანეთში -11, სამცხე-ჯავახეთში – სამი, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში – ერთი“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 14 440 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა არის 7 367. ამასთან, კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 113-ს შეადგენს.

ჩვენთან დაგიკავშირდებით



ჟურნალისტი

InterPress

სხვა "საზოგადოება" ამბები