1 USD =3.294 GEL 1 EUR =4.006 GEL 1 AZN =1.933 GEL 1 TRY =0.446 GEL 1 RUB =4.494 GEL
14 
იან
2021
13:45
11

ჩოხატაურში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მუსლიმი თემის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი და შეხვედრის გამართვას ითხოვენ

ჩოხატაურში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მუსლიმი თემის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი. როგორც ისინი აცხადებენ, მხარდამჭერებს სხვადასხვა რეგიონიდან ელოდებიან. მათივე თქმით, მხარეებს შორის გუშინ გამართული შეხვედრა არადამაჯერებელი იყო და მგავსი შეხვედრა დღესაც უნდა გაიმართოს.

„ჩვენთვის არადამაჯერებელია გუშინდელი შეხვედრა. ველოდებით მხარდამჭერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები, საპატრიარქო და სამუფთო, ცენტრალური ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები. ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ეს საკითხი არ გადაწყდება. სახელმწიფოდან, იმისგან, ვინც იქნება პასუხისმგებელი პირი, ვითხოვთ, მუსლიმებს არა მარტო ამ სოფელში, მთელ ქვეყანაში მოგვეცეს ღვთისმსახურების საშუალება“, – განაცხადა აჭარის მუსლიმთა თემის წარმომადგენელმა, ფირუზ წულუკიძემ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

(ipn)

ჩვენთან დაგიკავშირდებით



სხვა "საზოგადოება" ამბები