1 USD =3.294 GEL 1 EUR =4.006 GEL 1 AZN =1.933 GEL 1 TRY =0.446 GEL 1 RUB =4.494 GEL
14 
იან
2021
11:52
10

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 561, აჭარაში 112, იმერეთში კი, 196 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა, აჭარაში 112, იმერეთში 196, ქვემო ქართლში 69, შიდა ქართლში 111, გურიაში 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში 131, კახეთში 84, მცხეთა-მთიანეთში 41, სამცხე-ჯავახეთში 26, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში რვა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც, 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

(1tv)

ჩვენთან დაგიკავშირდებით



სხვა "საზოგადოება" ამბები