1 USD =3.294 GEL 1 EUR =4.006 GEL 1 AZN =1.933 GEL 1 TRY =0.446 GEL 1 RUB =4.494 GEL
14 
იან
2021
11:32
9

გიორგი გახარია - ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს

ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით აღნიშნავს.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ შორს არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება.

„ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს. მასში ჩატეულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია, ის ღირებულებები და მისწრაფებები, რომლებსაც ყოველთვის დავიცავთ.

დარწმუნებული ვარ, შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.

ჩვენთან დაგიკავშირდებით



სხვა "საზოგადოება" ამბები