1 USD =3.294 GEL 1 EUR =4.006 GEL 1 AZN =1.933 GEL 1 TRY =0.446 GEL 1 RUB =4.494 GEL
14 
იან
2021
11:10
10

საქართველოში კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 748 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 748 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 891 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 767, პისიარტესტით – 7 124.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 244 612 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 228 359 გამოჯანმრთელდა, 2 867 კი გარდაიცვალა.

(1tv)

ჩვენთან დაგიკავშირდებით



სხვა "საზოგადოება" ამბები