1 USD =3.312 GEL 1 EUR =4.03 GEL 1 AZN =1.948 GEL 1 TRY =0.426 GEL 1 RUB =4.455 GEL
20 
ნოე
2020
16:14
30

გიგი უგულავა კობახიძის განცხადებაზე - ჩვენი პოზიცია უცვლელია, არავინ აპირებს გაყალბებულ პარლამენტში შესვლას

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, როგორც დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა, ასევე უფლებამოსილების შეწყვეტა სიმბოლური აქტია და უმრავლესობას არ აქვს უფლება მას, როგორც პიროვნებას, პარლამენტის დატოვება დაუშალოს. როგორც უგულავამ “ლელოს” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ პარლამენტი კენჭს არ უყრის ბარიერგადალახული პარტიების მიერ პარლამენტის დატოვებას, ოპოზიცია მაინც საკუთარ პოზიციაზე დარჩება და პარლამენტში არ შევა.

“უმრავლესობა, რომელსაც უმცირესობა ეუბნება, რომ გავდივარ და ამ გასვლას კენჭს არ უყრის, წარმოგიდგენიათ, ასეთი ტიპის უმრავლესობა როგორი სავალალო მდგომარეობაში იქნება და როგორი დასაცინი იქნება ქართული საზოგადოების მხრიდან. გარდა ამისა, ეს არის იურიდიულად უზუსტობა. გასაგებია, რომ შეიძლება მათ კენჭი არ უყარონ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისევე როგორც დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა, ასევე უფლებამოსილების შეწყვეტა არის სიმბოლური აქტი და უმრავლესობას არ აქვს უფლება მე, როგორც პიროვნებას, დამიშალოს, რომ თუ გადავწყვიტე პარლამენტის დატოვება, რაიმე ფორმით გამაჩეროს. ამის უფლება მათ არ აქვთ. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ წყალწაღებული ხავსს ეკიდება, მათ არ მოუგიათ და მარტო დარჩენის ეშინიათ და თუ მაინცდამიანც არ უყრიან კენჭს, ჩვენი პოზიცია უცვლელია, არავინ აპირებს შესვლას გაყალბებულ პარლამენტში”,- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“. მისივე მტკიცებით, „ პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას“. კობახიძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს შანტაჟს, ხოლო კონსტიტუცია შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს ითვალისწინებს. კობახიძე ირწმუნება, რომ პარლამენტისა და მისი უმრავლესობის გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ერთპარტიულ პარლამენტს

ჩვენთან დაგიკავშირდებით



სხვა "პოლიტიკა " ამბები