1 USD =3.312 GEL 1 EUR =4.03 GEL 1 AZN =1.948 GEL 1 TRY =0.426 GEL 1 RUB =4.455 GEL
20 
ნოე
2020
14:41
5

კელი დეგნანი - ძალიან კარგი ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ და გამოსავლის პოვნას ცდილობენ

ძალიან კარგი ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ და გამოსავლის პოვნას ცდილობენ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია, ხოლო დიპლომატები მზად არიან, მხარი დაუჭირონ მათ შორის კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას.

„ძალიან კარგი ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ, ცდილობენ გამოსავლის პოვნას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ისინი თანმხდებიან, ეს არ არის აშშ-ის ან ევროკავშირის გადასაწყვეტი საკითხი, ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია და ჩვენ გამოსავლის მოსაძებნად სამუშაოს ვასრულებთ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ, შეძლებისდაგვარად კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას. ყველაფერი პოლიტიკური პარტიების ლიდერების გადასაწყვეტია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე შეხვედრა მიმდინარეობს.

ჩვენთან დაგიკავშირდებით



სხვა "პოლიტიკა " ამბები