1 USD =3.312 GEL 1 EUR =4.03 GEL 1 AZN =1.948 GEL 1 TRY =0.426 GEL 1 RUB =4.455 GEL
20 
ნოე
2020
14:30
6

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

მათ შენობის წინ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ამ ფორმით არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა უმაღლესი საბჭოს შენობიდან მსვლელობით აჭარის მთავრობასთან გადაინაცვლეს.

„არავის შევუშვებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში. მას შემდეგ, რაც ხმები მოგვპარეს, არ დავუშვებთ, ვინმე შევიდეს ამ შენობაში. ეს პროტესტი გაგრძელდება ბოლომდე. ბიძინა ივანიშვილს ნუ ჰგონია, რომ მისი სურვილით აირჩია დეპუტატები და მათ კომფორტის საშუალებას მივცემთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „იმოქმედეს“ დამფუძნებელმა, ბაჩი მექვაბიშვილმა.

ჩვენთან დაგიკავშირდებით



სხვა "პოლიტიკა " ამბები