1 USD =3.22 GEL 1 EUR =3.814 GEL 1 AZN =1.894 GEL 1 TRY =0.405 GEL 1 RUB =4.217 GEL
18 
ოქტ
2020
09:05
24

აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის 29 წლისთავია.

მეოცე საუკუნის ბოლოს სსრკ-ს დაშლის შედეგად შექმნილი ისტორიული პირობების შედეგად, აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა აღადგინა, იუწყება InterPress.ge.

1991 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს სესიამ ისტორიული დოკუმენტი მიიღოწ - კონსტიტუციური აქტი სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ.

ამ დროს უმაღლესი საბჭოს 360 დეპუტატიდან 258-მა ამ აქტს მხარი დაუჭირა. კონსტიტუციურ აქტში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებელი სახელმწიფო არის აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის უფლებამონაცვლე, რომელიც არსებობდა 1918-1920 წლებში. აღნიშნული კონსტიტუციური აქტი 6 თავისა და 32 მუხლისგან შედგება.

ეს საკითხი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ რეფერენდუმზე 1991 წლის 29 დეკემბერს განიხილეს და მოსახლეობის 95 პროცენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა.

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეროვნული დროშის, ჰიმნისა და გერბის შესახებ კანონები მიიღეს.

1992 წლის 18 ოქტომბერი აზერბაიჯანში დღესასწაულად აღნიშნება, თუმვა ეს დღე არასამუშაო დღედ არ ითვლება.

ჩვენთან დაგიკავშირდებით



ჟურნალისტი

InterPress

სხვა "მსოფლიო" ამბები