1 USD =3.22 GEL 1 EUR =3.814 GEL 1 AZN =1.894 GEL 1 TRY =0.405 GEL 1 RUB =4.217 GEL
17 
ოქტ
2020
09:56
204

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, განჯის სარაკეტო დაბომბვებს 12 ადამიანი ემსხვერპლა

აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, ქალაქ განჯის სარაკეტო დაბომბვებს 12 ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის დაბომბვის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ომის დანაშაულში სდებს ბრალს.

ბაქოში ამბობენ, რომ განჯა ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტით, „სკადით“ დაიბომბა. სარაკეტო იერიშმა 20-ზე მეტი სახლი გაანადგურა.

მედიის ცნობით, დაბომბვის ადგილებზე ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ჩვენთან დაგიკავშირდებით



ჟურნალისტი

InterPress

სხვა "მსოფლიო" ამბები